Skip to main content
Calendar

GAIA Meetups Horizons - იდეიდან პროდუქტამდე AI-ს დახმარებით | ანა კოპაძე

Ended
4 ივლისი, 2026, 18:00–20:00
Terminal Towers, Chavchavadze str. 37M (Axis Towers Tbilisi, თბილისი 0165, საქართველო

This content is published in Georgian only.

Georgian AI Association (GAIA) გიწვევთ Meetups: Horizons-ის სერიის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ამჯერად პრაქტიკული ვორქშოფის ფორმატში ჩატარდება.

GAIA Meetups Horizons-ის მორიგი შეხვედრა ეთმობა თემას: „იდეიდან პროდუქტამდე AI-ის დახმარებით“, რომელსაც ანა კოპაძე გაუძღვება.

ეს იქნება სრულიად პრაქტიკული ვორქშოფი, სადაც მონაწილეები რეალურ დროში, ინტერაქტიულად შეისწავლიან Canvas და NanoBanana ინსტრუმენტების გამოყენებას. შეხვედრაზე დეტალურად განიხილება ამ პლატფორმების მთავარი ფუნქციონალი, მუშაობის სპეციფიკა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ინტეგრაციის გზები, რაც დაგეხმარებათ საჭირო უნარების პრაქტიკაში დაუყოვნებლივ ათვისებაში. ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა დასტურის მიღება.

🦾 GAIA Meetups Horizons არის შეხვედრების სერია, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უზიარებენ ერთმანეთს, როგორ ცვლის AI მათ ყოველდღიურ სამუშაო რეალობას.