Calendar
GAIA Meetups Horizons - პირველი AI თანამშრომელი | ირაკლი ჩხეიძე
Ended
- 28 მაისი, 2026, 19:00–21:00
- D Block Tbilisi, 14 Merab Kostava Street
This content is published in Georgian only.

GAIA Meetups Horizons-ის მორიგი შეხვედრა ეთმობა თემას - „პირველი AI თანამშრომელი“, რომელსაც ირაკლი ჩხეიძე (Head of Digital Acquisition TBC UZ & Payme UZ) გაუძღვება. ირაკლის ციფრული პროდუქტების ზრდისა და განვითარების 18-წლიანი გამოცდილება აქვს და უშუალოდ ხელმძღვანელობდა AI აგენტების დანერგვას თავის გუნდში.
შეხვედრაზე გაიგებთ, თუ როგორ დაინერგა აგენტური სისტემა TBC უზბეკეთში და რა კონკრეტულ ეტაპებს მოიცავდა ეს პროცესი. განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია AI აგენტების წარმატებული ინტეგრაციისთვის.
🦾 GAIA Meetups Horizons არის შეხვედრების სერია, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უზიარებენ ერთმანეთს, როგორ ცვლის AI მათ ყოველდღიურ სამუშაო რეალობას.