Skip to main content
Calendar

GAIA Meetups | Horizons - AI უნარები 2026 წელს | ნათია ქართველიშვილი

Ended
23 აპრილი, 2026, 19:00–20:30
D Block Tbilisi, 14 Merab Kostava St

This content is published in Georgian only.

მითაფზე განვიხილავთ საერთაშორისო ტენდენციებს და იმას, თუ როგორ შეიცვალა პროფესიული მოვალეობები AI ეპოქაში. მთავარი აქცენტი გაკეთდება Human-led AI სქილსეტზე — უნარზე, დავინახოთ, სად არის აუცილებელი ადამიანის ჩართულობა და სად უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი ან გუნდის „+1 წევრი“.

შეხვედრის თემები:

  • JTBD (Jobs To Be Done) ტრანსფორმაცია: როგორ შეიცვალა სამუშაო პროცესები Support-ის, HR-ის, გაყიდვების, მარკეტინგისა და პროდუქტის მენეჯმენტის როლებში.

  • დელეგირების საზღვრები: რა ფუნქციები შეგვიძლია მივანდოთ AI-ს და რისი დელეგირებაა შეუძლებელი.

  • საერთაშორისო ქეისები: რეალური მაგალითები გლობალური ბაზრიდან, რომლებიც უკვე პრაქტიკაშია დანერგილი.

  • ლოკალური კონტექსტი: რა ელის ქართულ ბაზარს და რაში უნდა ჩადონ ინვესტიცია საშუალო ბიზნესის პროფესიონალებმა.

ვისთვის არის შეხვედრა: მარკეტინგის, რეკრუტმენტის, HR, გაყიდვებისა და პროდუქტის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ყველა იმ არატექნიკური პროფესიონალისთვის, ვისაც სურს კარიერული განვითარების დაგეგმვა.

სპიკერი:

ნათია ქართველიშვილი — GTM & AI ექსპერტი 18-წლიანი გამოცდილებით B2B SaaS და AI-first სტარტაპებში.

  • vaamo.ai-ის თანადამფუძნებელი.

  • GTM ლიდერი პროექტებში: Smartcat, ABBYY და Xerox® Easy Translator.

  • GeCCo 2026 IPMA Young Crew-ის მოწვეული შემფასებელი.