GAIA Meetups | Horizons - AI უნარები 2026 წელს | ნათია ქართველიშვილი
- 23 აპრილი, 2026, 19:00–20:30
- D Block Tbilisi, 14 Merab Kostava St

მითაფზე განვიხილავთ საერთაშორისო ტენდენციებს და იმას, თუ როგორ შეიცვალა პროფესიული მოვალეობები AI ეპოქაში. მთავარი აქცენტი გაკეთდება Human-led AI სქილსეტზე — უნარზე, დავინახოთ, სად არის აუცილებელი ადამიანის ჩართულობა და სად უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი ან გუნდის „+1 წევრი“.
შეხვედრის თემები:
JTBD (Jobs To Be Done) ტრანსფორმაცია: როგორ შეიცვალა სამუშაო პროცესები Support-ის, HR-ის, გაყიდვების, მარკეტინგისა და პროდუქტის მენეჯმენტის როლებში.
დელეგირების საზღვრები: რა ფუნქციები შეგვიძლია მივანდოთ AI-ს და რისი დელეგირებაა შეუძლებელი.
საერთაშორისო ქეისები: რეალური მაგალითები გლობალური ბაზრიდან, რომლებიც უკვე პრაქტიკაშია დანერგილი.
ლოკალური კონტექსტი: რა ელის ქართულ ბაზარს და რაში უნდა ჩადონ ინვესტიცია საშუალო ბიზნესის პროფესიონალებმა.
ვისთვის არის შეხვედრა: მარკეტინგის, რეკრუტმენტის, HR, გაყიდვებისა და პროდუქტის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ყველა იმ არატექნიკური პროფესიონალისთვის, ვისაც სურს კარიერული განვითარების დაგეგმვა.
სპიკერი:
ნათია ქართველიშვილი — GTM & AI ექსპერტი 18-წლიანი გამოცდილებით B2B SaaS და AI-first სტარტაპებში.
vaamo.ai-ის თანადამფუძნებელი.
GTM ლიდერი პროექტებში: Smartcat, ABBYY და Xerox® Easy Translator.
GeCCo 2026 IPMA Young Crew-ის მოწვეული შემფასებელი.