ჩვენი ამბავი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა.

ვინ ვართ
GAIA-ს მისიაა დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარება საზოგადოებისა და ბიზნესის მიერ AI-ის საუკეთესოდ გამოყენების ხელშეწყობით.

ასოციაცია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ განათლების გავრცელებაზე და მხარს უჭერს აკადემიურ, კერძო და საჯარო სექტორებს AI ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.
მთავარი მიზანი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა. GAIA არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ტიპის პროექტებსა და დაინტერესებულ მხარეებს.
ასოციაციის წევრები არიან მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის წამყვანი პროფესიონალები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ხელოვნური ინტელექტითა და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები.
GAIA რიცხვებში
- 2023დაფუძნების წელი
- 41წევრი ორგანიზაცია
- 30ადამიანი GAIA-ის გუნდში
- 3სამუშაო მიმართულება
3 მიზანი და 3 სამუშაო მიმართულება
ცოდნის გავრცელება და ადვოკატირება
ცოდნის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და ლობირება, რათა ყველა მაქსიმალურად და სწორად იყენებდეს AI-ს.
ეს მიმართულება მოიცავს:
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცოდნის გაზიარებას
- სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას
- საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ლობირებას
ბიზნესების მხარდაჭერა
ბიზნესში AI-ის შესახებ ცოდნის გავრცელება და AI-ის დანერგვის ხელშეწყობა, რათა გაიზარდოს ბიზნესის მომგებიანობა და გაჩნდეს მეტი კარგი ქართული AI სტარტაპი.
ეს მიმართულება მოიცავს:
- კერძო სექტორს მხარდაჭერას ხელოვნური ინტელექტის ათვისებაში საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების გზით
- სტარტაპების მხარდაჭერას დაფინანსების და კავშირების მოძიებაში
ქართული AI საზოგადოების გაძლიერება
ქართული AI-ის განვითარების ინიციატივები, რათა გვყავდეს ბევრი კარგი AI პროფესიონალი, რომლებიც განავითარებენ ქართულ AI-ის და AI-ის საქართველოში.
ეს მიმართულება მოიცავს:
- პროფესიულ განვითარებაში მხარდაჭერას ცოდნის გაზიარებით და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებით
- ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და მონაცემთა შეგროვების ინიცირებას
- ქართული ენის AI მოდელების განვითარების მხარდაჭერას