მთავარ შიგთავსზე გადასვლა
სტუდენტური კლუბი

სტუდენტური AI კლუბი

GAIA-ს სტუდენტური AI კლუბი თიბისის მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ფუნქციონირებს და აერთიანებს AI-ის კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

მიღება დასრულებულია
კლუბის შესახებ

კლუბის შესახებ

რა არის სტუდენტური კლუბი?

ხელოვნური ინტელექტის სტუდენტურ კლუბში საქართველოს უნივერსიტეტების AI კვლევებით დაინტერესებული სტუდენტები კურატორებთან ერთად სამეცნიერო ნაშრომებზე მუშაობენ. პარალელურად კი მათ AI-ის წამყვანი პროფესიონალები ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ.

რა არის სტუდენტური კლუბის მიზანი?

კლუბის მიზანი სტუდენტების AI და მონაცემთა მეცნიერების სფეროში კვლევითი უნარების განვითარება და მათი კარიერისთვის მომზადებაა. ამ მიმართულებებით ახალი თაობის პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა კი GAIA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

რას სთავაზობს კლუბი სტუდენტებს?
  • მუშაობას წამყვან AI მკვლევარებთან ერთად AI-ისთან დაკავშირებულ საინტერესო და პერსპექტიულ თემებზე
  • კვლევითი უნარების განვითარებას
  • საუკეთესო ნაშრომების საერთაშორისო კონფერენციებზე/ექსპოებზე გაგზავნას, საუკეთესო გუნდის კონფერენციაზე მონაწილეობას
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებას
  • რეგულარულ ლექციებსა და შეხვედრებს საქართველოს წამყვან AI და მონაცემთა მეცნიერების პროფესიონალებთან
  • სასწავლო რესურსებს და მენტორინგს
როგორ იმუშავებს სტუდენტური კლუბი?

კლუბში მონაწილეები დაყოფილი იქნებიან გუნდებად და იმუშავებენ ერთი კონკრეტული საკვლევ თემაზე/პროექტზე კვლევის ხელმძღვანელთან ერთად.

კლუბი ყოველკვირეულად შეიკრიბება და განიხილავს თემასთან დაკავშირებულ საინტერესო მასალებს, გუნდის პროგრესს და გეგმებს.

გუნდებმა უნდა მოამზადონ სამეცნიერო ნაშრომი/სტატია, რომელიც გაიგზავნება საერთაშორისო კონფერენციებზე/ექსპოებზე. კლუბის დასრულებამდე გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომის ავტორი გუნდი, რომელიც გაემგზავრება სამეცნიერო კონფერენციაზე/ექსპოზე.

საორიენტაციო საკვლევი თემები/პროექტები წინასწარ იქნება ცნობილი, ხოლო მათი საბოლოო შერჩევა და განაწილება მოხდება კლუბის დაკომპლექტების შემდეგ.

ვისთვისაა სტუდენტური კლუბი?

კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების III და IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აინტერესებთ AI-ის კვლევა.

როდის და სად ჩატარდება კლუბის შეხვედრები?

კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველკვირეულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, კლუბში მონაწილეობა ონლაინაც იქნება შესაძლებელი. დროის და ზუსტი ადგილის შესახებ წინასწარ ეცნობებათ კლუბის წევრებს.

როგორ უნდა გავწევრიანდე კლუბში?

კლუბში გაწევრიანებისთვის შეავსე აპლიკაცია, შემდეგ გაიარე მოკლე ტესტი (მათემატიკა, პროგრამირება) და გაიარე გასაუბრება კვლევის პოტენციურ ხელმძღვანელთან.

კლუბში შერჩევის მთავარი პირობებია:

  • AI-ის კვლევის ინტერესი
  • AI-ის, მათემატიკისა და პროგრამირების კარგი ცოდნა
სტუდენტური კლუბი

მენტორები და რეგისტრაცია

მენტორები

კლუბის მენტორები და კვლევის ხელმძღვანელები საქართველოს წამყვანი AI ინჟინრები იქნებიან.

რეგისტრაცია

კლუბში მიღება დასრულებულია. შემდეგი მიღება გამოცხადდება ჩვენს გვერდებზე.

გაწევრიანდი GAIA-ში

შემოუერთდი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას.