GAIA
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია
საქართველოში AI-ის განვითარებისთვის

ჩვენი შეთავაზება ქართული ბიზნესისთვის
ჩვენი მიზანია, კომპანიებს AI-ის სწორად და სწრაფად ათვისებაში დავეხმაროთ: თანამშრომლების მომზადებიდან პირველ AI პროდუქტებამდე.
პროგრამები და ინიციატივები
GAIA სამი მიმართულებით მუშაობს: ცოდნის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება; ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერა და ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
AI-ის სწავლება საქართველოს სკოლებში
ასოციაციის მიზანია, საქართველოში ყველა მოსწავლემ შეიძინოს საბაზისო AI უნარები სკოლიდანვე და ისწავლოს მისი სწორად, უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებაAI ოლიმპიადა და საოლიმპიადო კურსი
2025 წლიდან ასოციაცია ატარებს ეროვნულ AI ოლიმპიადას და აკომპლექტებს და ამზადებს ეროვნულ AI ნაკრებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობისთვისCrossroad AI კონფერენცია
Crossroad AI ასოციაციის მთავარი საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც მსოფლიოს და საქართველოს წამყვან AI პროფესიონალებს აერთიანებსსტუდენტური AI კლუბი
AI კვლევებით დაინტერესებული სტუდენტები კურატორებთან ერთად სამეცნიერო ნაშრომებზე მუშაობენ.GAIA Meetups
ყოველთვიური შეხვედრები გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის, AI პროფესიონალებისა და ფართო აუდიტორიისთვის.საქართველოს AI სამიტი და დაჯილდოება
ასოციაციის ყოველწლიური ღონისძიება საქმიანობისა და გეგმების შეჯამებისთვის და იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების დაჯილდოებისთვის, რომელსაც AI-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთეროვნული AI ჰაკათონი
ყოველწლიური ჰაკათონი, რომლის მონაწილეები საქართველოს კონტექსტსა და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორგებულ AI პროდუქტებს ქმნიან.
ბოლო ღონისძიებები
წარსული ღონისძიებაGAIA Meetups Tech - Model Context Protocol: From LLMs to External Systems | ნათია ქუხილავა
24 სექტემბერი, 2026, 19:00–21:00 · D Block Tbilisi
წარსული ღონისძიებაGAIA Meetups Horizons - იდეიდან პროდუქტამდე AI-ს დახმარებით | ანა კოპაძე
4 ივლისი, 2026, 18:00–20:00 · Terminal Towers
წარსული ღონისძიებაAI და ფსიქოლოგია: ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში
25 ივნისი, 2026, 19:30–21:20 · ილიაუნის S800 აუდიტორია
ჩვენი წევრები
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის წევრები, AI პროფესიონალებთან და ენთუზიასტებთან ერთად, არიან კომპანიები, რომლებიც ქმნიან ქართულ AI ეკოსისტემას და ის ბიზნესები, რომლებიც ნერგავენ და ავითარებენ AI და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.











