მთავარ შიგთავსზე გადასვლა
კალენდარი

GAIA Meetups Tech - Model Context Protocol: From LLMs to External Systems | ნათია ქუხილავა

დასრულდა
24 სექტემბერი, 2026, 19:00–21:00
D Block Tbilisi, 14 Merab Kostava St

GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა დაეთმობა თემას: Model Context Protocol: From LLMs to External Systems 

დიდი ენობრივი მოდელების (LLM) შესაძლებლობები ტექსტის გენერირებაში უკვე კარგად ვიცით, თუმცა მათი ნამდვილი პოტენციალი მაშინ იხსნება, როდესაც მოდელები რეალურ სამყაროსა და გარე სისტემებს უერთდებიან.

შეხვედრას გაუძღვება ნათია ქუხილავა. ღონისძიებაზე დეტალურად განვიხილავთ Model Context Protocol (MCP)-ს: თანამედროვე სტანდარტს, რომელიც ენობრივ მოდელებსა და გარე მონაცემთა წყაროებს, ინსტრუმენტებსა თუ აპლიკაციებს შორის უსაფრთხო, მოქნილ და ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ვისთვის არის ეს შეხვედრა?

ღონისძიება განკუთვნილია AI/ML ინჟინრებისთვის, Software დეველოპერებისთვის, ტექნიკური არქიტექტორებისა და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს AI აგენტებისა და კომპლექსური LLM ინტეგრაციების შექმნას.

GAIA Meetups Tech ყოველთვიური შეხვედრების სერიაა AI პროფესიონალებისთვისა და ტექნიკური მიმართულების წარმომადგენლებისთვის, სადაც საინტერესო ადამიანები, აქტუალური თემები და იდეების გაცვლის შესაძლებლობა დაგხვდებათ.