მთავარ შიგთავსზე გადასვლა

შემოუერთდით GAIA-ს და გახდით ქართული AI საზოგადოების წევრი

თქვენ შეგიძლიათ შემოუერთდეთ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას როგორც სრული ან ასოცირებული წევრი. ასოციაციის წევრობა ორგანიზაციებსაც (სტარტაპებს, კომპანიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს) შეუძლიათ.

სრული წევრი შეიძლება იყოს AI პროფესიონალი (მონაცემთა მეცნიერი, მონაცემთა ინჟინერი, ML ინჟინერი, ა.შ.) ან სხვა მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენელი.

ასოცირებული წევრობა კი შეუძლია ყველას: ბიზნესების, საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს და უბრალოდ AI ენთუზიასტებს.

თქვენი ბიზნესის ან ორგანიზაციის ასოციაციაში გასაწევრიანებლად, დაგვიკავშირდით მეილზე info@aiassociation.ge

სრული წევრობა

ასოციაციის სრული წევრი მონაწილეობს ასოციაციის საქმიანობაში და საერთო კრებებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობით ხელს უწყობს მისი მიზნების შესრულებას. ასოციაციის წევრობა 2026 წლის ბოლომდე ჩათვლით უფასოა. სიმბოლური საწევრო დონაციის ამოქმედებამდე წევრებს წინასწარ გეცნობებათ.

წევრი უფლებამოსილია დატოვოს ასოციაცია. ამისთვის საკმარისია წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მიმართვა ასოციაციის გენერალურ დირექტორთან.

სრულ წევრს ასოციაციის პროექტებითა და შეთავაზებებით შეუძლია:

  • გაუზიაროს გამოცდილება და ცოდნა კოლეგებს
  • შესაძლებლობის მიხედვით დაეხმაროს ასოციაციას ღონისძიებების ორგანიზებასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში
  • მხარი დაუჭიროს ასოციაციის მისიის შესრულებას და საქმიანობას პროფესიულ ქსელებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
  • რეგულარულად მიიღოს მუდმივად განახლებადი, შერჩეული ინფორმაცია მსოფლიო AI საზოგადოების უახლესი მოვლენების შესახებ
  • წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას, მათ შორის AI პროექტებსა და კვლევებს
  • მიიღოს და გააზიაროს ცოდნა, უწყვეტად განვითარდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ფორმატებში
  • შეიქმნას ძლიერი პროფესიული ქსელი და დაამყაროს კავშირები ბიზნესთან, როგორც პარტნიორთან და დამსაქმებლებთან
  • აიმაღლოს პროფესიონალის სტატუსი და გაზარდოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ
  • შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში
  • აირჩიოს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან კენჭი იყაროს წევრად

სრული წევრობის ფორმა

ამ ფორმის შევსებით თქვენ ხდებით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სრული წევრი: უერთდებით ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და ააჩქარებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნის პროცესს

დამსაქმებელი, საკუთარი ბიზნესი ან სასწავლო დაწესებულება

* სავალდებულო ველები