მთავარ შიგთავსზე გადასვლა
კალენდარი

AI & Data: სწავლა და კარიერა

დასრულდა
14 მაისი, 2026, 17:00–20:00
ექსპოჯორჯიას III პავილიონი | ExpoGeorgia, 118 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო

🦾 GAIA, ექსპოჯორჯიასთან პარტნიორობით, უკვე მეორედ ჩაატარებს ფორუმს ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც AI-სა და მონაცემთა ტექნოლოგიებში კარიერა და სწავლა აინტერესებთ.

ფორუმი პირველად 2024 წელს ჩატარდა და 10 სპიკერი, 15-მდე კომპანია და 150-ზე მეტი სტუდენტი, მოსწავლე და დამწყები პროფესიონალი გააერთიანა.

შეხვედრაზე სპიკერები ახალგაზრდებს უზიარებენ პრაქტიკულ რჩევებსა და გამოცდილებას, სად და როგორ შეიძლება სწავლა და კარიერული განვითარება AI და მონაცემთა ტექნოლოგიებში. კომპანიები, უნივერსიტეტები და აკადემიები კი მოქმედი ვაკანსიების, სტაჟირებების და პროგრამების შესახებ უზიარებენ ინფორმაციას.

სპიკერების შესახებ ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენი ფეისბუქისა და ლინკდინის გვერდებს

🕔 დრო: 14 მაისი | 17:00 საათი

📍 ადგილი: ექსპოჯორჯიას მე-3 პავილიონი | წერეთლის გამზ. 118