AI სამიტი: Women in AI
- 22 მარტი, 2026, 12:00–18:00
- Terminali Abashidze, 34, 36, 0179 აბაშიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო

🦾 22 მარტს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, Women in AI სამიტი ჩატარდება
ღონისძიება გააერთიანებს პანელურ დისკუსიებს, ტექ ვორქშოპებსა და ინდივიდუალურ სესიებს. სპიკერები კი იქნებიან ქალები, რომლებიც AI-სა და მომიჯნავე სფეროებში მუშაობენ და ქართული AI კომუნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ
სამიტზე განვიხილავთ AI-ისა და სტარტაპ ეკოსისტემის, სამართლის და კრეატიული ინდუსტრიების და ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქციას
ღონისძიება ასევე მოიცავს ნეთვორქინგ სესიებს, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, უფრო ახლოს გაიცნონ სპიკერები, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, რჩევები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები
ღონისძიების სპიკერები იქნებიან:
ლიკა ამბროსიშვილი - ადამიანურ-კომპიუტერული ინტერაქციების მკვლევარი
ანი კოპაძე - AI Creator & Storyteller
ანი ჯანელიძე - მონაცემთა ოპერაციების ხელმძღვანელი, ElevenLabs
ნუცა აბაზაძე - AI გარე ინტერაქციების განყოფილების ხელმძღვანელი, TBC
ნინო ლიპარტია - ადვოკატი და სამართლის დოქტორი
იოსებ გაბარაევი - ადვოკატი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) ბორდის წევრი
ნინუცა ნანიტაშვილი - Technology Evangelist, GAIA Board member
ნათია ქუხილავა - CTO, Helio AI
ანუკი რობაქიძე - Founder & CEO, Theneo
ანასტასია კვინიკაძე - ინჟინერიის დირექტორი, Impel AI
თათია წმინდაშვილი - AI მკვლევარი, Impel AI
🕛 დრო: 22 მარტი | 12:00 საათი
📍 ადგილი: ტერმინალი, აბაშიძის 34